ტომას ჯეფერსონი – ჯონ ადამსი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ორი მომავალი პრეზიდენტი – ტომას ჯეფერსონი და ჯონ ადამსი, დიდ თაყვანს სცემდა გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის უკვდავ შემოქმედებას. ამიტომაც გადაწყვიტეს ერთხელ, კუმირი ლიტერატორის მშობლიურ ქალაქ – სტატფორდ-აპონ ეივონს სწვეოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შექსპირის მშობლიურ ქალაქში ჩასულები დიდი დრამატურგის სახლსაც ეწვივნენ. იმ მიზნით, რომ თავიანთი საყვარელი ლიტერატორის პირადი ნივთებიდან რაიმე სახის სუვენირი მოეპოვებინათ, ჯეფერსონმა და ადამსმა შექსპირის პირად სკამს დანის გამოყენებით ხის რამდენიმე ნაჭერი აათალა. აღნიშნული ისტორიიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-2 და რიგით მე-3 პრეზიდენტებს, რიგმა ბიოგრაფებისა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „ვანდალი პრეზიდენტები” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)