იდი ამინ დადა – „ეპიზოდი”
აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ტოტალიტარული რეჟიმის ფუძემდებელი, უგანდის მუდმივი პრეზიდენტის ტიტულის მქონე – იდი ამინ დადა (1928-2003 წლები), ბევრი უცნაური თვისებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა მრავალ უცნაურობებთან ერთად, ამ ეპატაჟურ დიქტატორს, კულინარიული უცნაურობებიც ახასიათებდა. ასე მაგალითად, იდი ამინს ძალიან უყვარდა ფორთოხალი, რადგან მას მამაკაცური შესაძლებლობების მატებასთან აასოცირებდა. მისი ბიოგრაფების ცნობით, ამიტომაც შეექცეოდა 40 ცალ ფორთოხალს საშუალოდ დღეში უგანდის პრეზიდენტი. თუმცა, მას ყველაზე მეტად მაინც შემწვარი თხის ხორცი უყვარდა. გარდა ამისა, უგანდელ დიქტატორს კიდევ ერთი უჩვეულო თვისება გააჩნდა: ყოველ საღამოს – 5 საათზე, იდი ამინი საპრეზიდენტო სასახლეში სპეციალურად მიწვეული სტუმრებისათვის აწყობდა ეგრეთ წოდებულ – „ჩაის საღამოებს”, რომლებიც ზუსტი ანალოგები გახლდათ იმისა, რაც უკვე დიდი ხნის დანერგილი იყო გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთის) დედოფლის სასახლის კარზე. – (ავტორი გენია.ჯი)