მარსელ პრუსტი – „ეპიზოდი”
დეკადენტური რომანის ფუძემდებელი ფრანგი მწერალი – მარსელ პრუსტი (1871-1922 წლები), დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ისეთი უცნაური დაავადებით, როგორიც არის – იპოქონდრია (სომატოფორმული დარღვევა, რომლის დროს მავანს დაუსაბუთებელი რწმენა აქვს იმისა, რომ სერიოზული დაავადებით არის შეპყრობილი). (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორი, რომლის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ყველასთავის იყო ცნობილი (ამბობენ იმასაც, რომ ერთი ხნის განმავლობაში ფლობდა საროსკიპოს, სადაც უმეტესწილად ჰომოსექსუალები იკრიბებოდნენ) რომ თავის საშინელ მდგომარეობას გამკლავებოდა და ღამით მაინც მისცემოდა ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება, ყოველთვის ფხიზლობდა. ამიტომაც მიირთმევდა იგი უზარმაზარი რაოდენობით ყავას. დღის საათებში ღამენათევი პრუსტი ღრმა ძილს ეცემოდა. თუმცა ისიც დამამშვიდებელი აბების მიღების შედეგად. ღამით კი, როგორც წესი – ლიტერატურული შემოქმედებით კავდებოდა. მარსელის ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ – იპოქონდრია პრუსტების მემკვიდრეობითი დაავადება იყოო. ამის დასტურად კი ერთ მაგალითს ასახელებენ: მწერლის დეიდა იპოქონდრიის მძიმე ფორმით იყო დაავადებული. აღნიშნული დაავადების გამო მარსელის უახლოესი ნათესავი ქალი მთელი 20 წლის განმავლობაში აცხადებდა კატეგორიულ უარს სახლიდან გარეთ, ქუჩაში გასვლაზე. – (ავტორი გენია.ჯი)