მიხეილ ჯავახიშვილი წერდა…
„ბედნიერ ცხოვრებას მხოლოდ გიჟი გაექცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭკუაც ისე სჭამს რწმენას, როგორც მზე – ყინულს”.
* * *
„რა უკუღმა ტრიალებს ქვეყანა!”
* * *
„ვიცი რა ფასიც აქვს ზოგჯერ თუნდაც ერთ სიტყვას, ერთადერთს”.
* * *
„ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი. ყველანი ჩემი შვილები და ნათესავები არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ გაიგებს? ვინ გახსნის გაბალღებული მოხუცის იდუმალებას?”
* * *
„სინამდვილე მწვავეა, მძიმეა… მართალია, მაგრამ ამ ქვეყნიდან გაქცევა და სიზმარეთში ცხოვრება ასჯერ უფრო უარესია. დღეს თუ ხვალ ეს ქვეყანა თვითონ დაგეწევა – ვერსად წახვალ! – და თვითონვე გაგაღვიძებს, მაგრამ ისე უხეშად, ისე მკაცრად შეგანჯღრევს, რომ სამუდამოდ დაგამტვრევს, დაგაგონჯებს, გაგაგიჟებს”.
* * *
„დაწერილი კანონის გარდა ცოცხალი ადამიანი და მოვალეობის ადამიანური შეგნებაც არსებობს”.
* * *
„დღევანდელი კულტურა ქალაქის მტვერივით ჩამოირეცხა”.
* * *
„დროს წინაშე უკვდავი არაფერია. მასთან შედარებით ღმერთიც კი უძლურია”. – (ავტორი გენია.ჯი)