ერნესტ რეზერფორდი – „ეპიზოდი”
კოლეგების მიერ „ველურად” წოდებულ ახალ ზელანდიური წარმომავლობის მქონე გენიალურ ინგლისელ ფიზკოსს - ერნესტ რეზერფორდს (1871-1937 წლები), ამ წარმოსადეგ, ენერგიულ კაცს, რომელსაც ლომთევზასავით უშველებელი ულვაშები და ძლიერი ხმა ჰქონდა, ერთი საინტერესო თვისება გააჩნდა: მეცნიერი, რომელმაც სულ რაღაც ორმოციოდე წლის ასაკში აღმოაჩნინა ატომის ბირთვი, ყოველი ჩატარებული წარმატებული კვლევის (ექსპერიმენტის) შემდეგ ლაბორატორიაში გამარჯვებულის იერით იწყებდა სიარულს და თან ასისტენტი მეცნიერ-თანამშრომლების გასაგონად ხმამაღლა ღიღინებდა მელოდიას – „წინ, ქრისტეს ჯარისკაცებო”. იმ ერთადერთ მელოდიას, რომელიც მან იცოდა და ისიც, საშინლად დამახინჯებულად.
ერთხელ, როდესაც ნობელიანტი რეზერფორდის მიერ ზედიზედ მოპოვებულ ტრიუმფალურ გამარჯვებებზე ჩამოვარდა საუბარი, ერნესტს ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა: „ – თქვენ ბედნიერი კაცი ხართ… ყოველთვის ტალღის თავზე იმყოფებით!
- დიახ, ოღონდ მე თვითონ ვიწვევ ამ ტალღას, განა ასე არაა?’ – მიუგო საპასუხოდ რეზერფორდმა, რომელსაც თამდაბლობას ნამდვილად რომ ვერ ვუსაყვედურებდით. – (ავტორი გენია.ჯი)