შარლ მორის დე ტალეირანი – „ეპიზოდი”
„უცხო ადამიანი – ეს არის კონკურენტი, მტერი, მგელი: თუ მას შენი სისუსტე უჩვენე, მაგრამ – მორჩილი იარაღი, თუ შესძლებ ძლიერი იყო, ესე იგი, თუ მასზე ჭკვიანი იქნები”. – ასეთი გახლდათ სახელმძღვანელო აზრი გაქნილი ფრანგი პოლიტიკოსისა და დიპლომატის – შარლ მორის დე ტალეირან პერიგორისა (1754-1838 წლები). (ავტორი გენია.ჯი) „ტალეირანმა გასცა და ფულზე, ან სხვა სარგებელზე გაჰყიდა რიგრიგად ყველა, ვისაც კი სამსახური გაუწია; ეგ არის მხოლოდ, საკუთარი დედა არ გაუყიდია, ისიც იმიტომ, რომ მუშტარი არ მოიძებნაო”. – წერდა მის შესახებ სიტყვაძუნწი ტალეირანისადმი მტრულად განწყობილი ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტი. მიუხედავად ხეიბრობისა, ყავარჯნის მეშვეობით მოსიარულე აბატი შარლი ქალთა გულის მპყრობელი მაინც შეიქნა. სუსტი სქესის წარმომადგენლებს მასში განსაკუთრებით იზიდავდა ტალეირანის გასაოცარი გონებამახვილობა. ისიც თავის მხრივ, მათ მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას არასოდეს იჩენდა. თუმცა-კი ქალი მისთვის მხოლოდ ტკბობის ან სარგებლობის საგანად იყო წარმოდგენილი და მეტი არაფრად. პარიზში „მოღვაწე” ახალგაზარდა აბატი ტალეირანის სასიყვარულო თავგადასავლებს სათვალავი არ ჰქონდა. აკი, ერთ დღეს ლუი XV დე ბურბონის ფავორიტ ქალს, ქალბატონ დიუბარის, მის სალონში ვიზიტად მყოფმა აბატმა ტალეირანმა ერთმნიშვნელოვნად უთხრა კიდეც: „ – ეჰ, ქალბატონო, პარიზი – ეს ისეთი ქალაქია, სადაც გაცილებით იოლი საშოვნელია ქალი, ვიდრე კარგი სააბატოო!” – (ავტორი გენია.ჯი)