ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
ალბერტ აინშტაინი მუდმივად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ყოველგვარი პირობითობისადმი. მკაფიოდ გამოკვეთილი ნაღვლიანი სახე და გაბრწყინებული თვალები, ტყავის ქურთუკი, მოჯაჯული შარვალი, შეუკრეჭავი, მხრებზე ჩამოყრილი გრძელი თმა – ყველაფერი ეს ერთად აინშტაინს მეტად უცნაური ადამიანის რეპუტაციას უქმნიდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, არა მხოლოდ მისი გარეგნობა, არამედ მისი ტანსაცმელიც კი აშკარა დასტური იყო იმისა, რომ გენიალური ფიზიკოსი უარყოფდა ყოველგვარ პირობითობას. ის კი არა და, რაც დრო გადიოდა, ალბერტი თავისი გარდერობიდან გამორიცხავდა ისეთ ატრიბუტებს, როგორებიცაა – ჰალსტუხი, წინდები, ასაჭიმები და პიჟამები. „ეს ნივთები გამოუყენებელი ბალასტიაო”, – შენიშნავდა ხოლმე იგი. – (ავტორი გენია.ჯი)