პოლ სეზანი – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი – პოლ სეზანი (1839-1906 წლები), ერთობ უჟმური გუნება-განწყობილების კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი) „პოლი ძალიან მორცხვი, თუმცა ძალიან იმპულსური პიროვნებაა. მისთვის ახლად გაცნობილ ადამიანთან კონტაქტის დამყარება იოლი საქმე სულაც არ არის. მაგრამ, იგი გენიალური მხატვარია და მიუხედავად ყველაფრისა, თავისი შეუდარებელი ხელოვნებით მაინც უზომოდ შეგაყვარებთ თავს”. – ასეთი სახის ერთგვარ ინსტრუქტაჟს უტარებდნენ წინასწარ იმ ადამიანებს სეზანის მეგობრები, რომლებიც ახლო მომავალში უნდა წარედგინათ და გაეცნოთ მხატვრისთვის.
გრადა ამისა, მას ასევე ახასიათებდა ერთი უცნაური თვისებაც: იმ შემთხვევაში, თუ ავტორს მის მიერ შესრულებული სურათი არ მოეწონებოდა, დაწუნებულ ნახატს სეზანი ყოველთვის თავისი სახელოსნოს ღია სარკმლიდან აგდებდა ეზოში. თავის მხრივ, ფანჯრიდან გადაყრილი სურათების დიდი ნაწილი პოლის სარკმლის დაბლა განთავსებულ ძველი ზეთისხილის ტოტებზე იდებდა ბინას. სეზანის მებაღე გვამცნობს, რომ ავტორის მიერ ერთ დროს დაწუნებული სურათები ხშირად თვეების განმავლობაში ეკიდა უპატრონოდ ტოტებზე, რის შემდგომაც კვლავაც მხატვრის მოლბერტზე იდებდნენ ბინას და ახალ სიცოხლეს იძენდნენო. – (ავტორი გენია.ჯი)