„დამაკვირდი”
1. „სიცოცხლის მიწურულში, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი ქვეყნად, თვით სიცოცხლეც კი, არ ღირს იმად, რომ საკუთარი ღირსების შელახვის ფასად შეინარჩუნო იგი”. – რობერტ ლუის სტივენსონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „რა ადვილია ყველაფერი ცუდი სხვას მიაწერო”.
* * *
3. „ჩვენ მხოლოდ ერთადერთი – მორჩილად სიკვდილის უფლება გვაქვს”. – (ოსვენციმის საკონცრენტრაციო ბანაკის ერთ-ერთი ტყვის ჩანაწერი)
* * *
4. „ქვეყნად არ არსებობს ერთმანეთისადმი უფრო შორეული ხალხი, ვიდრე ისინი, ვინც გაცივდა ცოლ-ქმრობაში”. – რობერტ ლუის სტივენსონი
* * *
5. „ასეც ხდება: ადამიანმა თავგანწირული ნაბიჯის გადადგმა გაბედა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში შედრკა და უკან დაიხია. ეს უკვე დაღუპვას ნიშნავს”. – ვადიმ ბოიკო – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „დასწყევლოს ღმერთმა, სულ ერთსა და იმავე სისულელეებს ჩავდივარ, ვეღარ ვისწავლე ჭკუა”. – მორის დრიუონი
* * *
7. „ჩვენი საუკუნე მკაცრი საუკუნეა და თუკი ძლიერი სუსტზე იმარჯვებს, ეს ბუნების კანონია”. – ფონ ტრეიჩკე
* * *
8. „დიდ წყლულთ მკურნალობის დიდი საშუალებანი ეჭირვებათ, და ადამიანი, რომელსაც მკურნალობა ავალია, არ უნდა შეუშინდეს იმ იარაღის ხმარებას, რომელიც უკეთ სჭრის!” – ტალეირანი
* * *
9. „არც ერთ ჩემთვის ცნობილ საქმეში შემოსავალი არასდროს არ შეესაბამება ადამიანთა მოლოდინს”. – რობერტ ლუის სტივენსონი
* * *
10. „სირცხვილი – შინაგანი რისხვაა, რისხვა საკუთარ თავზე”. – ვასილ სუხომლინსკი – (ავტორი გენია.ჯი)