ჯულიო მაზარინი – „ეპიზოდი”
მისი წინამორბედის – კარდინალ რიშელიეს მსგავსად, საფრანგეთის სამეფო კარზე ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა კიდევ ერთი სასულიერო პირი – კარდინალი ჯულიო მაზარინი (1602-1661 წლები). იმ პერიოდის საფრანგეთის ერთ-ერთ უმდიდრეს და გავლენიან პირველ მინისტრს უამრავი მტერი ჰყავდა. მათ შორის „მეფე-მზედ” წოდებული – ლუი მეთოთხმეტის სამეგობრო წრეშიც. ისინი კი თავის მხრივ, დიდ პრობლემებს უქმნიდნენ და ჩრდილს აყენებდნენ დიდების ზენიტში მყოფ კარდინალს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს მონარქსა და მაზარინის შორის ერთობ საინტერესო დიალოგი შედგა ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ:
„ – თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რომ თქვენი მტრები – ჩემი პირადი მტრები არიან?!
- დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, თუმცა ეს საკმარისი სულაც არ არის.
- საინტერესოა!!! მაშ, რა გინდათ კიდევ?
- თქვენო უდიდებულესობავ, საჭიროა, თქვენი მეგობრები ჩემი მეგობრებიც იყვნენ’. – მრავლისმეტყველად უპასუხა მონარქს მაზარინიმ. როგორც ჩანს, გონიერმა მეფემ კარდინალის მრავლისმეტყველი პასუხის არსი კარგად გაიგო, რაც შემდგომში, მაზარინის გავლენისა და სიმდიდრის კიდევ უფრო გაზრდაში გამოიხატა. – (ავტორი გენია.ჯი)