იცით თუ არა, რომ?!
1. ნაპოლეონ ბონაპარტის განკარგულებაში რამდენიმე სახეობის პოლიცია იმყოფებოდა: ერთი – პოლიციის მინისტრის – ჟოზეფ ფუშეს ხელმძღვამელობით, რომელიც იმპერიის მთელ მოსახლეობას მეთვალყურეობდა და აკონტროლებდა, მეორე – მეორე – კიდევ უფრო საიდუმლო პოლიცია – თვითონ ფუშეს ადევნებდა თვალყურს. და იყო კიდევ ერთი: ფოსტების მთავარი დირექტორის – ლავალეტის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიცია, რომელსაც თვალყური ეჭირა იმ მეორე პოლიციაზე, თავის მხრივ რომ ჟოზეფ ფუშეს უთვალთვალებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ალბერტ აინშტაინი საგანმანათლებლო სასწავლებლებში, კერძოდ კი – გიმნაზიაში, ჯოხის დისციპლინის, კლასის დამრიგებელთა შეუზღუდავი უფლებების, ლათინურისა და ბერძნულის დაუსრულებელი დაზეპირების წინააღმდეგ გამოდიოდა.
* * *
3. ტალეირანის პრინციპი: „ფული, ფული – სხვა ყველაფერი თავისით მოვა”.
* * *
4. „ბისმარკისა და მოხუცი კაიზერის შემდეგ ფონ ჰელმჰოლცი ყველაზე სახელგანთქმული პიროვნებაა გერმანიის მთელ იმპერიაშიო”. – ამბობდნენ გენიალური გერმანელი ფიზიკოსის – ჰერმან ფონ ჰელმჰოლცის შესახებ მისი თანამედროვეები. იმ ჰელმჰოლცის შესახებ, რომლის სახელიც ასოცირდება „ენერგიის შენახვის კანონის” ფოემულირებასთან.
* * *
5. ადოლფ ჰიტლერის წიგნი – „ჩემი ბრძოლა” და მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგის – ალფრედ როზენბერგის წიგნი – „მეოცე საუკუნის მითი”, – გერმანული ნაციზმის ორ ბიბლიად არის წოდებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. დიდი გერმანელი ფიზიკოსი – მაქს პლანკი ალპინიზმით იყო გატაცებული და რაც ყველაზე საინტერესოა, არის ის, რომ იგი თავისი სიცოცხლის მეცხრე ათწლეულშიც კი ძველებურად იყო გატაცებული ალპინიზმით და ალპების მწვერვალებზეც ადიოდა.
* * *
7. არყის ხეს – მინუს სამოცდაათი გრადუს-ცელსიუსი ყინვის გადატანა შეუძლია.
* * *
8. „სტუდენტების ქალაქი”. – ასე მოიხსენიებენ იტალიურ ქალაქ – ბოლონიას, სადაც ევროპის ყველაზე ძველი უნივერსიტეტია განთავსებული.
* * *
9. თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ნილს ბორი ნობელიანტ შვეიცარიელ კოლეგას – ვოლფგანგ პაულის – „ზღვაში მოთავსებულ კლდეს” ადარებდა.
* * *
10. პირველი ბალერინა ქალი სცენაზე 1681 წელს გამოჩნდა. მანამდე ბალეტს მხოლოდ მამაკაცები ცეკვავდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)