მაქს პლანკი – „ეპიზოდი”

„მე მაინც არ მომეცა საშუალება მეგრძნო, რომ ჩემი ესმითო”, – წუხდა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს კვანტური თეორიის გენიალური გერმანელი ფუძემდებელი – მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ პლანკი (1858-1947 წლები). ეს იყო მეცნიერი, რომელიც უმკაცრესად იცავდა მის მიერვე საკუთარი თავისთვის შემუშავებულ დღის რეჟიმს. (ავტორი გენია.ჯი) ყოველი დილის 8 საათზე იწყებდა საუზმობას. ნაწილს დღისა მაქსი ფეხით სეირნობას უთმობდა ისევე, როგორც ოცდაათ წუთს ყოველთვის უკრავდა ფორტეპიანოზე. როდესაც ეს უაღრესად ორგანიზებული სწავლული შრომებით სავსე თავის კაბინეტში მუშაობდა, ყოველთვის ფეხზე იდგა. ამის მიზეზი კი, მისი საწერი მაგიდა იყო. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მაგიდის სიმაღლე. პლანკის სამუშაო კაბინეტში განთავსებული დიკენსისდროინდელი მაგიდა მისი მაღალი სიმაღლის გამო მაღალ სკამს მოითხოვდა. ასეთი სკამი კი შესანიშნავი მუსიკალური ტალანტით დაჯილდოვებულ პლანკს არ ჰქონდა.

ის, იმ იშვიათ სახელოვან ადამიანს მიეკუთვნება, რომელსაც სიცოცხლეშივე ხვდა წილად დიდება. 1947 წელს გერმანელი ფიზიკოსის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ მას პოპულარულმა ამერიკულმა გაზეთმა – „ნიუ-იორკ ტაიმზმა” – „XX საუკუნის ინტელექტუალი გიგანტი” უწოდა და ისეთი ტიტანი სწავლულების გვერდით მოიხსენია, როგორებიც იყვნენ – არქიმედე, გალილეო გალილეი, ისააკ ნიუტონი და ალბერტ აინშტაინი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>