ჟან ბატისტ ლამარკის შესახებ…
ჩარლზ დარვინის წინამორბედი გენიალური ფრანგი ბუნებისმეტყველი - ჟან ბატისტ ლამარკი (1744-1829 წლები), რომლის სახელი ასოცირებულია პირველი სრული ევოლოციური თეორიის ჩამოყალიბებასთან, 75 წლის ასაკში საბოლოოდ დაბრმავდა. (ავტორი გენია.ჯი) პარიზის მეცნიერებათა აკადემიის თვალში სინათლე დაშრეტილი წევრი-სწავლული, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შესწირა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას და ავტორი გახდა უამრავი მნიშვნელოვანი აღმოჩენისა ბიოლოგიასა და ზოოლოგიაში, როგორც ხდება ხოლმე, სიცოცხლეში ვერ ეღირსა სათანადო აღაიარებას. ის კი არა და, როდესაც ფრანგმა მეცნიერმა საკუთარი თვალით იხილა, როგორ დაიწუნა ნაპოლეონ ბონაპარტმა მის მიერ დაწერილი ერთ-ერთი წიგნი და როგორ უდიერად მოისროლა იგი გვერდით, ცრემლი ვერ შეიკავა და ატირდა… ხანდაზმულ ასაკში მისი არსებობა ყველას, მათ შორის კოლეგებსაც გადაავიწყდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ლამარკს სამარის კარამდე გვერდიდან არ მოსცილებია, მისივე ქალიშვილი უკანასკნელი ქორწინებიდან – კორნელია გახლდათ. ბანკის ვალებმა მეცნიერის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ამას თან ერთვოდა ავადმყოფობა. შედეგად, თავისი ქვეყნის წინაშე ვალმოხდილ სწავლულს სიბერის გატარება უკიდურეს სიდუხჭირეში მოუწია.
კაცთა მოდგმისაგან მიტოვებული ჟან ბატისტ ლამარკი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზუსტი მიზეზი მისი გარდაცვალებისა ისევე, როგორც ლამარკის საფლავის ზუსტი ადგილდებარეობა, კვლავაც დაუდგენელია. გარდა ამისა, გამქრალი და დაკარგულია მეცნიერის პირადი მიმოწერა, პირადი ნივთები და წიგნები.
ლამარკის გარდაცვალების პერიოდში იმდენად მძიმე იყო მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ მეცნიერის ქალიშვილი – კორნელია, იძულებული გახდა მამის დასაკრძალავად საჭირო თანხა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიისათვის ეთხოვა.
1909 წელს პარიზში აღმართული იქნა ერთ დროს ყველასგან მივიწყებული და ყველასგან მიტოვებული დიდი ფრანგი ბუნებისმეტყველის – ჟან ბატისტ ლამარკის ძეგლი, რომლის ბარელიეფზე გამოსახულია დაბრმავებული მოხუცისა და ცხოვრების სირთულეებისაგან წელში გატეხილი ქალის მეტად ემოციური, ამაღელვებელი და მრავლისმეტყველი გამოსახულება. ძეგლის პოსტდამენტზე კი, გაკეთებულია თავად კორნელიას სიტყვები: „შთამომავლობა აღფრთოვანდება თქვენით. იგი შურს იძიებს თქვენს გამო, ჩემო მამა!” – (ავტორი გენია.ჯი)
ლამარკის ძეგლზე გამოსახული ბარელიეფი