გუსტავ ფლობერის შესახებ…

„კრუასელი მარტოხელა”. – ასეთი მეტსახელით მოიხსენიებდნენ დიდ ფრანგ პროზაიკოსს, „მადამ ბოვარის” ავტორს – გუსტავ ფლობერს (1821-1880 წლები) მეგობრები. „მე – კალმის კაცი ვარ! მე მისთვით – ვარსებობ, მხოლოდ მისთვის!” – ამბობდა ხოლმე ყველასაგან განდგომილად მოღვაწე ლიტერატორი, რომელიც თითქმის არასოდეს არ იშორებდა კალამს ხელიდან. მისი სამუშაო გრაფიკი ძალიან გადატვირთული იყო. ფლობერის ბიოგრაფთა ცნობით, მწერალი დღეში საშუალოდ – 10-15 საათის განმავლობაში ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. წვებოდა დილის ოთხ საათზე და სამუშაო მაგიდასთან ჯდებოდა დილის ათ საათზე. ერთხელ ფლობერი მთელი 38 საათის განმავლობაში განაგრძობდა შეუსვენებლივ მუშაობას, რის გამოც იგი ისე გადაიღალა, რომ, როდესაც ღვინის ჩამოსხმა მოინდომა ჭიქაში, გრაფინის ასაწევად ძალა აღარ ეყო.

ყველასათვის ცნობილია, რომ სამწერლო ასპარეზზე გი დე მოპასანი ფლობერმა გამოიყვანა და გააბრწყინა. ავი ენები ამბობდნენ, რომ გუსტავმა ეს ანგარებით გააკეთა, რადგან მას სასიყვარულო რომანი ჰქონდა გაბმული მოპასანის დედასთან – ლაურა ლე-პუატვენთან.

გარდა პირადი საზრუნავისა, ფლობერს სხვა მნიშვნელოვანი საზრუნავიც გააჩნდა. იგი დიდი ხნის (თითქმის მთელი ცხოვრების) განმავლობაში ზრუნავდა თავის დისშვილსა და სიძეზე. უფროსი და, რომელიც მწერალმა ადრეულ პერიოდში დაკარგა, გუსტავს განსაკუთრებით უყვარდა, და როდესაც იგი ხელიდან გამოეცალა, მისი ოჯახი უკვე დიდ ვალებში იყო ჩაფლული. ღვიძლი დის ოჯახის ვალების გასტუმრება ფლობერმა საკუთარ თავზე აიღო, რამაც იგი საბოლოო ჯამში სრულ გაბანკროტებამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონების უზარმაზარი ნაწილი მწერალმა თავისი გარდაცვლილი დის ოჯახის ვალების გასტუმრებას შეალია (გაყიდა სახლები პარიზსა და რუანში), ბოლომდე დაფარვა მისი მაინც ვერ შეძლო. ფულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კი, თავის მხრივ, ფლობერს ეპილეფსიის საშინელი დაავადება განუვითარა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>