Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„წარსული კულტურის ძეგლთან რომ მიიყვან ცოცხალს, იმ წუთშივე გაამჟღავნებს თავის ბუნებას იგი. განა მრავალი მოგზაური სიამოვნებით არა ბილწავს ისტორიულ ძეგლებს? უძველეს ფრესკებს თვალებს უფხაჭნიან, ჩუქურთმებს ყორეებში ყრიან ან გომურების შესაკეთებლად ხმარობენ. ტაძრებსა და საკურთხევლებს ბილწავენ და შემდეგ იქავე უსირცხვილოდ აწერენ: ამა და ამ წელს აქ იყვნენო: ლადო, შურა, არტაშ, ვიტია, მიტია და ჩერემუხოვი. ასე ებღაუჭება უკვდავებას ყოველი არამზადა!”