დიეგო რივერა – ფრიდა კალო – „ეპიზოდი”
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, კერძოდ კი კოიოაკანის რაიონში განთავსებულ საყოველთაოდ ცნობილ „ცისფერ სახლში” ცხოვრება იმთავითვე წარმოადგენდა მექსიკურ საპნის იმ ოპერას, სადაც ცხოველები და ფრინველები არც თუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობენ. (ავტორი გენია.ჯი) ცოლ-ქმარი – დიეგო რივერა და ფრიდა კალო, ეს დიდი მექსიკელი მხატვრები, პათოლოგიურად იყვნენ შეყვარებული ფაუნის წარმომადგენლებზე. მათ სახელგანთქმულ სახლში, რომელიც „პატარა ზოოპარკადაც” კი შეიძლება მოვიხსენიოთ, თავისუფლად მონავარდე რა ცხოველსა და ფრინველს არ გადააწყდებოდა ადამიანი. რამდენიმე ეგზემპლარი – კოატას გვარის მაიმუნისა, კატები, უნიკალური სახეობის თუთიყუშები, მთელი ჯარი გასაოცარი მექსიკური ჯიშის (უბანლო) ძაღლისა – კსოლოიცკუინტლი, რამდენიმე შველი და ერთი არწივი. მათ შორის ხელოვანების წყვილს განსაკუთრებით უყვარდა პრიმატი (მაიმუნი), სახელად – „მისტერ ფულანგ ჩანი”. „ცისფერ სახლში” მობინადრე ერთ თუთიყუშს ჩვევად ჰქონდა მაგიდიდან საკვების მოპარვა; მეორე თუთიყუში ოჯახის სტუმრებს ატყობინებდა, რომ საშინელ ნაბახუსევზე იმყოფებოდა. ბაღში ძაღლებსა და შვლებს შორის სრული იდილია სუფევდა. ცოტა ირონიულ იუმორსაც თუ გამოვურევთ, ვიტყვი იმასაც, რომ „ცისფერ სახლში” თავის დროზე ლევსაც (რუსულად – ლომი), ანუ – ლომსაც კი უცხოვრია. იმ ლევს (ტროცკის), რომელსაც მისდა სამარცხვინოდ, თავისი მეგობრის – დიეგო რივერას მეუღლესთან – ფრიდა კალოსთან ჰქონდა სასიყვარულო რომანი გაჩაღებული. – (ავტორი გენია.ჯი)
„ცისფერი სახლი”