დანტე გაბრიელ როსეტი – „ეპიზოდი”

გენიალური ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვარი – დანტე გაბრიელ როსეტი (1828-1882 წლები) ძალიან უცნაური ხასიათითა და უცნაური თვისებებით გამორჩეული ხელოვანი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ფერმწერის ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ სახვითი ხელოვნების ამ უდიდეს კორიფეს მხატვრობის მსგავსად იტაცებდა ეგზოტიკური ცხოველები. მათივე ცნობით, როსეტი განსაკუთრებით მოხიბლული გახლდათ ავსტრალიასა და კუნძულ ტასმანიაზე მობინადრე ჩანთოსნების რიგის ისეთი ცხოველით, როგორიც გახლავთ შესანიშნავი ბეწვის მქონე – ვომბატი. მის სანახავად დანტე ხშირად სტუმრობდა ლონდონის ზოოპარკს მეგობრებთან ერთად. როსეტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ვომბატის შეძენას, თუმცა უშედეგოდ. და აი, დადგა ჟამი, როდესაც მან შესძლო თავისი გულის წადილის ასრულება. ახლადშეძენილ ვომბატს, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ფაქტია, რომ მხატვარმა თავისი საყვარლის ქმრის სახელი – ტოპი დაარქვა. როსეტისდა სამწუხაროდ, ტოპი ინგლისურ კლიმატს ვერ შეეგუა და მალე განუტევა სული. – (ავტორი გენია.ჯი)

ვომბატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>