კამილ კორო – „ეპიზოდი”
რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი პეიზაჟისტი-მხატვარი და გრავიორი - ჟან-ბატისტ კამილ კორო (1796-1875 წლები) ერთობ წყნარი და მშვიდი ბუნების მქონე ხელოვანი იყო. ამიტომაც ამბობდნენ ხოლმე მასზე – „მხატვარი ბიოგრაფიის გარეშეო”. (ავტორი გენია.ჯი) ეს სიდინჯით გამორჩეული კაცი, რომლის შემოქმედებასაც დიდად აფასებდნენ – პიერ ოგიუსტ რენუარი და გუსტავ კურბე, ყოველთვის ცდილობდა, რომ თავი შორს დაეჭირა რევოლუციისგან და ზოგადად, პოლიტიკისგან. გარდა ამისა, ერიდებოდა ქალებთან „ახლო” ურთიერთობაში შესვლასა და სხვა ცხოვრებისეულ „სტიქიურ უბედურებებს”. ყოველგვარ ქარიზმას მოკლებული კორო კეთილ და გულუხვ კაცსაც წარმოადგენდა. მისი პირადი სახსრებით ფუნქციონირებდა ობოლ ბავშვთა სახლი (თავშესაფარი); მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო მიზნით ჩატარებულ გამოფენებში; მუდმივად ეხმარებოდა გასაჭირში ჩავარდნილ კოლეგებს. თავის მეგობარს, სახელგანთქმულ ფრანგ მხატვარს – ონორე დომიეს კი, სულაც ის სახლი უყიდა, რომელშიაც სიდუხჭირეში მყოფს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა დაქირავებული. ეგზომ ღვთიური თვისებებით დაჯილდოვებულ კამილ კოროს ფრიად უცნაური დამოკიდებულება გააჩნდა ნაყალბევ ნახატებთან მიმართებაში: იმ შემთხვევაში, თუ იგი წააწყდებოდა ნაყალბევ ტილოს, რომელიც მისი სახელით იყიდებოდა, პირველ რიგში დიდი ყურადღებით დააკვირდებოდა მას. იმ ნაყალბევ, თუმცა-კი შესანიშნავი ხელოვნებით შესრულებულ სურათებს, რომელთაც კორო მოიწონებდა, მხატვარი თავის სახელსა და გვარს აწერდა. ასე ხელოვანი იმიტომ იქცეოდა, რომ ტილოს ფასი ერთიორად გაზრდოდა. ამიტომაც ხუმრობდნენ ხოლმე – „კამილ კოროს მიერ დახატული 2 000 სურათიდან 3 000 ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)