ჟან-ჟაკ რუსო წერდა…
„უკეთუ ამჟამად არ ვიტყვი იმას, რისაც უნდა გეშინოდეთ, გვიანღა ხომ არ იქნება განსაცდელთა გამო ლაპარაკი, როცა ძალზე შორს შესტოპავთ?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აბა რად უნდა ვჩიოდეთ, ბოროტი და გულქვა ადამიანები გვტანჯავენო, უკეთუ კარგებიც განაწამებენ ერთმანეთს!”
* * *
„სიცოცხლე ჯილდოა, რომელსაც ვღებულობთ ვალდებულებებით, რათა სხვებს გადავცეთ იგი, – ეს არის თავისებური სუბსტიტუცია, მემკვიდრეობა, თაობიდან თაობას რომ გადადის, და ყოველი ადამიანი, რომელსაც ჰყავს მამა, თავის მხრივაც მამა უნდა გახდეს”.
* * *
„ზნე თუ გაირყვნა, ყველაფერს ბოლო ეღება”.
* * *
„დაივიწყო ის, რაც ძვირფასი იყო, როცა ამას მოითხოვს ღირსება, – ამისათვის საჭიროა უდიდესი ძალ-ღონე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა თვალს გადაავლებ განვლილი ცხოვრების ნახევარს, მოკრძალებით უნდა ფიქრობდე მის მეორე ნახევარზეც”.
* * *
„მით უფრო დაიმცირებთ თავს, რაც უფრო მდაბალი ქცევით მოიპოვებთ წარმატებას”.
* * *
„ყალბი სირცხვილისა და ადამიანთა მითქმა-მოთქმის შიშით უფრო საძაგელი საქციელია გამრავლებული ამქვეყნად, ვიდრე კარგი ნამოქმედარი”.
* * *
„დამანახვეთ ადამიანური სიბრძნის წესები, და მეც იმით ვიხელმძღვანელებ”.
* * *
„წესიერი მამაკაცისათვის საუკეთესო მეგობარი მუდამ ცოლი იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)