Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ო, დედაკაცნო! დედაკაცნო! საყვარელო და საბედისწერო ქმნილებანო, ვისაც ბუნებამ მოგმადლათ სიმშვენიერე ჩვენდა სატანჯვლად. თქვენ სასჯელს მიაგებთ მათ, ვინაც აბუჩად გიგდებთ, და საშველს არ აძლევთ იმ ადამიანებს, თქვენ გამო შიშით რომ კანკალებენ. თქვენი სიძულვილი და სიყვარული ჩვენთვის თანაბრად სახიფათოა, და დაუსჯელად არა გვხამს არც თქვენგნით ყურადღების ძიება და არც თქვენგან გარდახვეწა! დედაკაცი! ეს სილამაზეა, მომხიბვლელობა, მიმზიდველობა, მშვენება, რეალური არსება თუ იგავმიუწვდომელი ქიმერა, ურვა-წუხილისა და სიამეთა უფსკრული! სილამაზე მოკდავთათვის უფრორე საშინელი რამეა, ვინემ სტიქიონი, რამაც შენ წარმოგქმნა. ვაი მას, ვინაც მიენდოს შენს მაცდუნებელ სულის მშვიდობას! ეს ხომ შენა ხარ, ადამიანთა მოდგმის განმტაჯველ ქარიშხალს რომ იწვევ”.