როი სოხუმელი – „აღარ ვარ სევდა”

აღარ ვარ სევდა,

არც ნუგეში… და არც იმედი,

არც გაზაფხული – ზამთრისაგან დაღლილს,

რომ

მეძებ…

მეც დღეს შენსავით, დათოვლილი, სხვებთან მივედი,

ვბერდები, თეთრად, უსასრულოდ გსუნთქავდე, შევძლებ.

ვასრულებ წერას, სევდიანი მივეცი ფონი,

ვჩურჩულებ, თითქოს მამხნევებდეს შორიდან თოვა…

გაყინულ სიტყვებს ნამსხვრევებად ვაქცევდი მგონი,

თუ კი ვერ შეძლებს და ჩემამდე ვერასდროს მოვა…

უფრო სხვა განცდით,

სხვა ეტაპზე და უფრო ახლოს,

სხვადასხვა დროში ჩაეძინა გადაღლილ სხეულს…

დათოვლილ სულში შემომთბარი ის ჩემში სახლობს,

ვფიქრობ, სხვაგვარი ემოცია დატოვა წლეულს…

აღარ ვარ ღირსი

გიჩემებდე, გსუნთქავდე, გთხრობდე…

ვბერდები თეთრად… ამ სინანულს მე შენთვის შევძლებ…

მაგრამ არასდროს, არასოდეს წამითაც გთმობდე,

საუკუნიდან საუკუნეებს შორის სულ გეძებ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>