ბურიატები – „ეპიზოდი”
ბურიატიის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი) ძირძველი მოსახლეობა – ბურიატები, მრავალი უცნაური წეს-ჩვეულებების მქონე მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი ხალხია. (ავტორი გენია.ჯი) ლამაიზმისა და შამანიზმის მიმდევრები მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ისეთივე დიდი პატივით ასაფლავებენ დღემდე, როგორც შამანებს, რადგან მათ ზებუნებრივი ძალებისაგან „რჩეულ” ადამიანებად მიიჩნევენ. საინტერესო და შეიძლება ითქვას, ერთობ ანტისანიტარულია წინა საუკუნეებში მაცხოვრებელი ბურიატი ხალხის კიდევ ერთი ჩვეულება: ისინი არასოდეს რეცხავდნენ ჭურჭელს (მათ შორის თეფშებსაც) საჭმელის ჭამის შემდეგ, რადგან ეს ძალიან ცუდ საქციელად მიიჩნეოდა ბურიატეთში. ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ სიბინძურე ყოველგვარი ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი რამ იყო. ამიტომ ისინი დაბინძურებულ ჭურჭელს კი არ რეცხავდნენ, არამედ ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად, ზედა ტანსაცმლის ნაწილით წმენდნენ. ეს კი სრულიად საკმარისი იყო, მისი მეორედ გამოყენებისათვის. ასეთ ანტისანიტარიას თან სდევდა ბურიატ ხალხში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელება, რაც თავის მხრივ, მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)