კუნას ინდიელი ხალხი – „ეპიზოდი”

პანამისა და კოლუმბიის ტერიტორიებზე მაცხოვრებელ – კუნას ინდიელ ხალხთან შეხვედრისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება ცივილიზებულ ადამიანს, თითოს სხვადასხვა ეპოქებში ვცხოვრობთო. ამ ეთნიკური ჯგუფის ხალხი, რომლებსაც სწამთ, რომ ღმერთმა სამყარო მხოლოდდამხოლოდ მათი ეთნიკური ჯგუფის მქონე ხალხისათვის შექმნა, ძალიან უფრთხილდება წინაპრების კულტურასა და ადათებს. (ავტორი გენია.ჯი) ერთობ უცნაური ტრადიციები კუნას ხალხისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. ქალს იმდენად დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაში, რომ მათში იმთავითვე ფართოდ მოიკიდა ფეხი მატრიარქატმა. ამიტომაც არის, რომ, როდესაც მამაკაცს ცოლი მოჰყავს, დადგენილი საერთო წესის საპირისპიროდ, სიძე გადადის დედოფლის გვარზე. გარდა ამისა, მასვე ევალება ოფიციალურად მთელი ცოლოურის შენახვა. მამაკაცი ცოლთან შეუთანხმებლობის გარეშე ვერც ვერაფერს შეიძენს და ვერც ვერაფერს გაყიდის. უცნაურობანი კუნას ხალხში მშობიარობის პროცესის დროსაც კი არის გავრცელებული. ასე მაგალითად: როდესაც ქალი მშიბიარობის დროს წარმოშობილი საშინელი ტკივილებისაგან თავგანწირულად გაჰკივის, მასთან ერთად, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მელოგინე ქალის ქმარიც გაჰყვირის. ქმარი ისე იქცევა, თითქოს თავად მშობიარობდეს. მათი ღრმა რწმენით, ქმარი ამ გზით უმსუბუქებს რთულ მდგომარეობას თავის მშობიარე მეუღლეს და ამავე გზით ინაწილებს მის საშინელ ტკივილებს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>