აბრაამ ლინკოლნი – „ეპიზოდი”
ტრაგიკულ აღსასრულამდე ერთიოდე წლით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულმა პრეზიდენტმა – აბრაამ ლინკოლნმა (1809-1865 წლები) დეზერტირობის გამო გასამართლებული ჯარისკაცი შეიწყალა. (ავტორი გენია.ჯი) საქმის გაცნობის შედეგად მან დაადგინა, რომ ყმაწვილკაცს ფრონტის ხაზიდან გაქცევის მიზეზად ერთობ რომანტიკული გარემოება ჰქონდა დასახლებული: მას შეყვარებულ ქალზე სურდა დაქორწინება. მაშინ, როდესაც მრავლისმნახველი პრეზიდენტი დაქორწინების მსურველი დეზერტირი ჯარისკაცის შეწყალების აქტზე აწერდა ხელს, ლინკოლნმა მრავლისმეტყველად თქვა: „ყმაწვილი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. აი ნახავთ, გაივლის სულ რაღაც ერთი წელიწადი და იგი ღრმა სინანულში ჩავარდება იმის გამო, რომ ფრონტზე არ დაიღუპა”. – (ავტორი გენია.ჯი)