ედვარდ ლირი – „ეპიზოდი”
ლიმერიკების ჟანრის ანუ ნონსენსის (უაზრობის) პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახელოვანი ინგლისელი მხატვარი და პოეტი – ედვარდ ლირი (1812-1888 წლები), მეგობრობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ცნობილია ისიც, რომ იგი მეგობრების მიმართ ერთობ დიდი მზრუნველობითა და სიყვარულით იყო გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც უწოდა ამ დიდებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულმა კაცმა მის მიერ იტალიურ ქალაქ სან-რემოში ახლად აგებულ ორ სახლს თავისი მეგობრების სახელები: „ტენისონის ვილა” და „ემილის ვილა”. გარდა ამისა, ედვარდ ლირის ახასიათებდა მეგობრებთან დაკავშირებული ერთი უჩვეულო თვისებაც. კერძოდ: ასაკში შესული ედვარდის საცხოვრებელი სახლის მისაღების კედლებს ამშვენებდა თავისი მეგობრების პორტრეტები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გარდაიცვლებოდა, ლირი ჩარჩოდან სათუთად იღებდა მის პორტრეტს. ცარიელ ჩარჩოს იგი კვლავაც კედელზე ტოვებდა, ხოლო მეგობრის პორტრეტს კი თავისივე საძინებელში უდებდა ბინას. დროთა განმავლობაში ედვარდ ლირის მისაღები ოთახის კედლებზე მხოლოდ ცარიელი ჩარჩოებიღა დარჩა. 75 წლის ასაკში კი თავადაც აღესრულა. – (ავტორი გენია.ჯი)