პიპინ მოკლე – „ეპიზოდი”
ფრანკთა სახელგანთქმული მეფისა და საღვთო რომის იმპერატორის – კარლოს I დიდის მამა, კაროლინგების დინატიის პირველი წარმომადგენელი – პიპინ მოკლე (714-768 წლები), რომელიც დიდი სიმამაცით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა, ერთობ ტანჩია, სიმაღლით სულ რაღაც 150 სანტიმეტრი იყო, რის გამოც უწოდეს კიდეც მას ზედსახელად – „მოკლე”. (ავტორი გენია.ჯი) ბედის ირონიით, პიპინ მოკლეს მეუღლეს, ფრანკთა ღირსებით აღსავსე დედოფალს – ბერტრადა ლაონელს კი, ვინაც მრავალ ფოლკლორულ ზღაპარში დაიმკვიდრა ადგილი, ზედსახელად – „ბერტა დიდ ფეხა” შეარქვეს. ზღაპრული სილამაზის მქონე ბერტრადა დაბადებიდანვე გენეტიკურად საშინლად ბრტყელტერფიანი იყო. აღნიშნულმა დაავადებამ კი მისი ერთ-ერთი ფეხის ძვლის დეფორმირება ისეთ დონეზე გამოიწვია, რომ ფიზიკური ნაკლის დასაფარად დედოფალი სპეციალურად მისთვის დამზადებულ ფეხსაცმელებს ატარებდა ხოლმე. ასე რომ, პიპინის სახელგანთქმულ ვაჟს ზედსახელად ხალხმა „დიდი” უწოდა, მის პირმშვენიერ მეუღლეს – „დიდ ფეხა”, ხოლო თავად კი – „მოკლე”. – (ავტორი გენია.ჯი)
ბერტრადა ლაონელი