ისლანდია – „ეპიზოდი”
ატლანტის ოკეანეში შუა ატლანტიკურ ქედზე არსებულ კუნძულოვან ქვეყანაში – ისლანდიის რესპუბლიკაში, სადაც საშუალო განათლების მიღება უფასოა, ხოლო უმაღლესი განათლების მიღება უნივერსიტეტებში ძალიან დაბალ ფასად არის შესაძლებელი, ცენტრალური გათბობის გადასახადისგან მოსახლეობა სრულიად თავისუფალია. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 10% მყინვრებით არის დაფარული, ერთობ მკაცრი კლიმატით გამოირჩევა. იმისათვის, რომ თავის მოქალაქეებზე მზრუნველ ხელისუფლებას ისლანდიელებისათვის კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა საყოფაცხოვრებო პირობები, მიღებული იქნა ფრიად მახვილგონივრული და ეფექტური გადაწყვეტილება: მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ცენტრალური გათბობა გეიზერების (მიწისქვეშა ცხელი წყლები) გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო. გეიზერებით კი, როგორც მოგეხსენებათ, ისლანდია, მართლაც რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა დედამიწაზე. შედეგად, სპეციალისტებმა შეიმუშავეს სათანადო ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც, ამ ყინულოვანი და მკაცრი კლიმატური პირობების მქონე ქვეყნის მოსახლეობის ბინებს სითბოთი გეიზერებიდან ამომავალი ცხელი წყლების მეშვეობით უზრუნველყოფენ – ყოველგვარი გადასახადის გარეშე. დღეისათვის, ცენტრალური გათბობის სისტემით ისლანდიაში ქვეყნის მოსახლეობის 90% სარგებლობს. – (ავტორი გენია.ჯი)