მასაის ხალხი – „ეპიზოდი”
„შავ კონტინენტზე” – აფრიკაში, კერძოდ კი, კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მოსახლე – მასაის ნახევრად მომთაბარე ხალხი, ძირძველი და ფრიად უცნაური ტრადიციების მატარებელი ეთნოსია. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, ცივილიზებულ სამყაროში, ეგრეთ წოდებულ „კულტურულ შოკს”, მაინც ამ ხალხის მისალმების პროცესი და პატივისცემის გამოხატულება იწვევს. ფურთხი (და ზოგადად – შეფურთხება) – სხვა კულტურის ხალხებისაგან განსხვავებით, მასაის ხალხში ჩვეულებრივ მოვლენად არის მიჩნეული. ის კი არა და, ნაფურთხს, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ისინი პატივისცემისა და მისალმების ერთგვარ გამოვლინებადაც მიიჩნევენ. მისალმების წინ, მასაის ეთნოსის მქონე პიროვნება, პატივისცემის ნიშნად ჯერ ხელებზე ინერწყვებს და შემდგომ ესალმება სხვას. გარდა ამისა, მათთვის დამახასიათებელი მოვლენაა ახალშობილისთვის და თვით, შეყვარებულისთვისაც კი – შეფურთხება. ეს მათთვის წარმატების მომტანი ერთგვარი ლოცვის რიტუალია. – (ავტორი გენია.ჯი)