უნგრელთა პროტესტი – „ეპიზოდი”

1848-1849 წლებში უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის წარმოებულ ბრძოლაში ავსტრიის იმპერიასთან სასტიკი მარცხი განიცადა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, უნგრელი ხალხისათვის ამ ავადსახსენებელმა და ტრაგიკულმა მოვლენამ ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ გადადო 70 წლით.  ავსტრიელთა ბანაკში კი, უნგრელებისაგან განსხვავებით, რევოლუციაზე გამარჯვება დიდი ზარ-ზეიმით იქნა აღნიშნული. ამ გერმანულენოვანი ჯგუფის ხალხმა თავიანთი იმპერატორის – ფრანც იოზეფ I-ის მსგავსად, ესოდენ მნიშვნელოვანი გამარჯვება ავსტრიის იმპერიის ქალაქების მოედნებზე აღნიშნეს. უნგრეთში კი, ოკუპანტები სადღეგრძელოებს ფუჟერებისა თუ ჭიქების მიჭახუნების ფონზე წარმოთქვამდნენ, რაც თავის მხრივ, უნგრელი პატრიოტების დიდ გაღიზიანებას იწვევდა. გაღიზიანებამ კი მოგვიანებით, მეტად უცნაური ხასიათის მქონე პროტესტი მიიღო…

უნგრელ პატრიოტთა პროტესტმა სათავე 1849 წელს აიღო და იგი მდგომარეობდა იმაში, რომ (ავსტრიელ ოკუპანტთა საწინააღმდეგოდ) ჭიქებს არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უჭახუნებდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ თითქმის 170 წელიწადი გავიდა. ტრადიცია კი კვლავაც გრძელდება… – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>