რეზო ჭეიშვილი წერდა…
„ადამიანი ვერც მარტო სხვისთვის იცხოვრებს, ვერც მარტო თავის თავისთვის, ძალიანაც რომ მოინდომოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შრომა კი არა, ჭამა მოწყინდება ხანდახან ადამიანს”.
* * *
„თქვე უპატრონოებო, ოჩერედში გაიზარდეთ, ოჩერედში დავაჟკაცდით და ოჩერედი ვეღარ ისწავლეთ?!”
* * *
„ტყუილსა და მართალსშუა ერთი ხელის დადებაა”.
* * *
„ადამიანები შინაგანი და გარეგანი, ინდივიდუალური თვისებებით განსხვავდებიან ერთიმეორისაგან თორემ, პრინციპში, ერთი თარგისა და ყალიბისა არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანი მისი მოქმედება და საქმეა, სხვა კი არაფერი. ნაყოფითა მათთაგან იცნნეთ იგინიო, რასაც იქმს ადამიანი, ისეთიც არის თვითონ ის”.
* * *
„ბავშვის სიძულვილზე დიდი საზღაური არ არსებობს ბუნებაში და, კიდევ კარგი, ეს სიძულვილი წამიერია მხოლოდ”.
* * *
„ – ჰქმენი სიკეთე და დატკბი შენი ნამოღვაწარით”.
* * *
„ვის მიუშვია შვილი, რა ხნისაც არ უნდა იყოს იგი, თავის ნებაზე?!”
* * *
„რისთვის გავჩნდი? იმიტომ გავჩნდი, რომ უნდა გავჩენილიყავი, გეგონება, მკითხა ვინემ, გინდა თუ არა გაჩენაო? არც მეორედ მოსვლას შემეკითხებიან, ისე ვატყობ!” – (ავტორი გენია.ჯი)