„ქოხი და სასახლე”
„კვლავ გვერდიგვერდ დგანან სასახლე და ქოხი… ებრძვიან ერთმანეთს დაუნდობლად.
ეს წუთისოფლის წესია, ასე მოდგამს, ასე სჭირდება ადამის ძეს.
დღემდე ვერავის გაუზავებია, ვერ შეურიგებია სასახლე და ქოხი.
ქოხი და სასახლე!
ქოხში უფროა სიმშვიდე და სიმყუდროვე, თუ სასახლეში? იტყვი – ქოხშიო!
ტყუილია, მცდარია ეს აზრი, ნურც გაამხელ.
ქოხში არასოდეს ყოფილა და არც იქნება ბედნიერება. შურითაა გამურული ქოხის კარგაღეღილი კედლები, ადვილად გასაღვივებელი თესლი იქაა, სისხლის წყურვილიც, სასახლეთა წალეკვის ჟინიც ქოხშია.
არა, ბოროტება და სიავე სასახლეში როა, ქოხში იმდენს სად იპოვი, მაგრამ ქოხი სასახლეზე ოცნებაა უპირველესად.
ქოხი და სასახლე!” – (ავტორი გენია.ჯი)