„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ღმერთო მაღალო! რა დიდებული, რა გრძნეული, რა ბევრის დამტევია და რა ჟრუანტელის მომვლელია ეს ერთმარცვლიანი სიტყვა, – შინ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შესაძლოა დაგიდგეს წუთი, თავიც მოგძულდეს და მთელი გარემოც”.
* * *
„ამ ქვეყანაზე არც ერთი სავარძელი არ მდგარა და არც დგას მყარად”.
* * *
„ენა იმიტომ გიბოძა განგებამ, რომ ყველა საკუთარი აზრი საქვეყნოდ არ იბღავლო”.
* * *
„შეგუება გაუბრძოლებლად ვერაფერი ვაჟკაცობა და პატიოსნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იყავი ჯარისკაცი? ზემდეგი? ოფიცერი? – აბა, რანაირად აპირებ გენელობას?”
* * *
„წამოჩოქება დანებებას არ ნიშნავს”.
* * *
„ადამიანს უყვარს თავისი მწვალებელი, უყვარს-მეთქი, ცოტა მეტი მომივიდა, პატივს სცემს მას რაღაცნაირად”.
* * *
„ცხოვრება ბოროტისა და კეთილის გაუთავებელ;ი ომი რომ არის, მე არ წამომცდენია, ეს ჭეშმარიტებაა. ასეა!”
* * *
„სამყაროს ფარისევლობა მართავს”. – (ავტორი გენია.ჯი)