„გაცემულს, გაყიდულს თუ გაჩუქებულს უკან ვერ დაიბრუნებ…”
„უქმად ყოფნის უფლება არ უნდა მისცეს თავს ქართველმა კაცმა, რაღაც უნდა აკეთოს, შეეცადოს რაიმე ღირებული დაუტოვოს მშობელ ქვეყანას, თუ არადა იმათ მაინც ებრძოლოს, ვინც უკვე შექმნილს და აღმოჩენილს ვერ უვლის, მზადაა გასცეს, გაყიდოს, ოღონდ ფული ჩაიჯიბოს, ოღონდ განცხრომით იცხოვროს და ყველაზე ძვირფასს, მამა-პაპათა სისხლით გაპოხილ მიწას მუქთად აძლევს, ასახლებს და ამკვიდრებს მეზობლად, ვის? არ იცის უგუნურმა, რომ მალე ის მეზობელი, ბატონ-პატრონად გამოაცხადებს თავს, ჩემიაო, იტყვის, დაგიწყებს მტკიცებას.
სად უნდა უჩივლო?
ერთბაშად კანონ-სამართალს არ მიაკვლიო ადვილად!
ანდა, რომელ სამართალს ეძებ, როცა თვითონ ხარ საკუთარი გულის გამომჭრელი.
ვჩივი, ვყვირი, მიწას ჯოხს ვუბაკუნებ, მკერდზე ბებერ მუჭებს ვიბრაგუნებ, გონს მოდით ხალხო, გაცემულს, გაყიდულს თუ გაჩუქებულს უკან ვერ დაიბრუნებ-თქო. მაგრამ, რად გინდა, არავის ეყურება ჩემი?!” – (ავტორი გენია.ჯი)