„თეთრი ხიდი”
„თეთრი ხიდი, ულამაზესი თავისი უბრალოებით, გაღმა-გამოღმა სანახებით, ასწლოვანი უთოებით თუ ბურჯ-საყრდენებით, მუდამ საღებავ აქერცლილი მოაჯირით, ოდესღაც წყალზე გადამდგარი ცისფერი ანუ პოეტების დუქნით, წყალში საგანგებო სახტომით დგახარ თეთრ ხიდზე, უსმენ მის ხვნეშას და გინდა, რომ მოეფერო, დაამშვიდო, თანაუგრძნო.
დგახარ და გგონია, თეთრი ხიდი მარტო გაღმა-გამოღმის შემაერთებელი გზასავალი ხიდია, თეთრი ხიდი – ხიდია ბაგრატის ტაძრამდე, უქიმერიონამდე, წმინდა გიორგის ეკლესიამდე, დათეშიძის გორას შეფენილ უმძლავრეს ძელქვებამდე. თეთრი ხიდი – ხიდია, უშორეს ანუ უახლოეს სივრცემდე.
თეთრი ხიდი ულამაზესია თავისი უბრალოებით”.
P.S. აღნიშნულ პოსტს – გენია.ჯი დიდი სიყვარულით უძღვნის განუმეორებელ ქუთაისსა და განუმეორებელ ქუთაისელებს (ხუმრობით ისიც თქმულა – „თბილისი – საქართველოს დედაქალაქია, ქუთაისი კი – ქართველებისაო”).