იცით თუ არა, რომ?!
1. სახელგანთქმულმა ფრანგმა მწერალმა – ალბერ კამიუმ 19 წლის ექსტრავაგანტ ქალზე – სიმონა იიმზე 21 წლის ასაკში იქორწინა. თუმცა, ლიტერატორის რჩეული ქალი ნარკოტიკების მომხმარებელი აღმოჩნდა, რის გამოც ცოლ-ქმრის წყვილი ორ წელიწადში დაშორდა ერთმანეთს. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. წყალქვეშა სამყაროში – 20 000-ზე მეტი სახეობის წყალმცენარეა გავრცელებული.
* * *
3. ერთადერთი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოყენებული ატომური იარაღი – იაპონიაა.
* * *
4. დიდ კოლუმბიელ მწერალს – გაბრიელ გარსია მარკესს საშინლად სძულდა თვითმფრინავით ფრენა (მგზავრობა).
* * *
5. მედუზები დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადრები არიან. მეცნიერთა მტკიცებით, მათი არსებობის ისტორია არანაკლებ 650 მილიონი წელიწადს ითვლის. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალურმა ძველ ბერძენმა მათემატიკოსმა – პითაგორა სამოსელმა ძვ.წ.აღ-ით 588 წელს რიგით 48 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა კრივში.
* * *
7. იოგა, რომელიც დღესდღეობით ეგზომ პოპულარულია დასავლეთის ქვეყნებში, ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე მესამე ათასწლეულში ჩაისახა ინდოეთში.
* * *
8. ინკვიზიციის მიერ სასტიკად ნაწამები გენიალური იტალიელი ასტრონომი და სწავლული – გალილეო გალილეი, კათოლიკური ეკლესიის ერთგულ შვილად მიიჩნევდა თავს და მაქსიმალურად ცდილობდა მასთან კონფლიქტში არ შესულიყო.
* * *
9. მტრედი – საფოსტო მომსახურებისათვის პირველად ძველი ეპოქების ეგვიპტეში გამოიყენეს.
* * *
10. ფაშიზმის იტალიელმა ფუძემდებელმა, დიქტატორმა – ბენიტო მუსოლინიმ კითხვა 4 წლის ასაკში ისწავლა, 5 წლის ასაკში კი კარგად ფლობდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებასაც. – (ავტორი გენია.ჯი)