დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ევროპულ ქვეყნებში ვეგეტარიანელების რიცხვი განსაკუთრებით იქნა გაზრდილი. იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მკაცრად იცავდნენ ვეგეტარიანელობის პრინციპებს, უამრავი ცნობილი ადამიანი ერია. ზემოაღნიშნულ პერიოდში ვეგეტარიანელობამ სანკტ-პეტერბურგშიც ფართოდ მოიკიდა ფეხი, და არა მხოლოდ მოიკიდა, არამედ იგი ერთგვარ მოდურ ტენდენციადაც კი ჩამოყალიბდა. ცნობილია, რომ რევოლუციამდელ სანკტ-პეტერბურგში 9 ისეთი სასადილო ფუნქციონირებდა, სადაც ვეგეტარიანული მენიუთი უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს. ცნობილია ისიც, რომ სანკტ-პეტერბურგსა და ზოგადად, რუსეთის იმპერიაში, ვეგეტარიანელობის „კულტს” სათავე ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა რუსმა მწერალმა დაუდო. ამიტომაც იყო, სანკტ-პეტერბურგში განთავსებული ცხრავე სასადილოს კედლებს სხვადასხვა პოზაში დახატული მისი პორტრეტები რომ ამშვენებდნენ. დაასახელეთ, რომელი ვეგეტარიანელი რუსი ლიტერატორის პორტრეტები იყო წარმოდგენილი მეფის რუსეთის დედაქალაქში განთავსებულ ვეგეტარიანელთა სასადილოებში?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * * * *
პასუხი: ლევ ტოლსტოი