შარლ დე გოლი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – შარლ დე გოლი (1890-1970 წლები) ძალიან მკაცრი ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო. ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც იგი სიმკაცრის ნაცვლად უკიდურეს ლმობიერებას იჩენდა, დე გოლის დაუნის სინდრომით დაავადებული ქალიშვილი – ანა დე გოლი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ ამორალურიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ იმ პერიოდის საფრანგეთში დაუნის სინდრომის მქონე ახალშობილებზე მშობელთა დიდი ნაწილი უარს აცხადებდა, რის გამოც ისინი ბავშვთა თავშესაფრებში გადაჰყავდათ დასაბინავებლად. ამიტომაც იყო, სამარისებული დუმილის ფონზე რომ აცნობეს ექიმებმა გოგონას დაბადება დე გოლს. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი, რომელსაც ჩვევად არასოდეს ჰქონია თავისიანების მიტოვება (მითუმეტეს – შვილის), ანაზე მზრუნველობა სრულად აიღო საკუთარ თავზე. შარლს ფრანგი მედიკოსები აფრთხილებდნენ, რომ გოგონა ვერასოდეს გაიგებდა იმას, თუ როგორ უყვარდა იგი საკუთარ მამას. მიუხედავად ამისა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ანას დროთა განმავლობაში მაინც შეუყვარდა – მამამისი იყო . გარდა ამისა, ერთადერთ სიტყვასაც ანას ლექსიკონში – „მამა” წარმოადგენდა. სხვა მშობლებისაგან განსხვავებით, შარლს არასოდეს უფიქრია და უცდია ფართო საზოგადოებისათვის დაემალა ის გარემოება რომ, მისი ქალიშვილი – „დაუნის სინდრომით” იყო დაავადებული. სწორედ დე გოლის წყალობით შეიცვალა ფრანგმა ხალხმა თავისი დამოკიდებულება დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების მიმართ. ერთადერთი მიზეზი მრავალი წლის განმავლობაში, რის გამოც დე გოლი მუშაობას წყვეტდა ხოლმე, ისევ ანასთან იყო დაკავშირებული. ამისათვის კი სრულიად საკმარისი გახლდათ შარლისათვის ეთქვათ: „ანა ტირის”.
იმ პერიოდში დაუნის სინდრომის წინააღმდეგ საბრძოლველად მედიკოსები უძლურები იყვნენ. და თუ ბავშვი გონებრივად ვერ განავითარა დე გოლმა, სამაგიეროდ მას განუზომელი სიყვარული უსახსოვრა.
მეორე მსოფლიო ომის საშინელი პერიპატიები, მზრუნველი მამის წყალობით ანას საერთოდ არ უგრძვნია. სამწუხაროდ, ანა დე გოლი – 21 წლის ასაკში გარდაიცვალა გრიპის ვირუსის შედეგად. „ახლა ის ისეთივე გახდა, როგორიც ყველაა. სიკვდილი ხომ ყველას ათანასწორებს”. – ეს სიტყვები უკიდურეს სასოწარკვეთილებაში მყოფმა დე გოლმა თავისი ქალიშვილის საფლავზე, მისი დაკრძალვის დღეს წარმოთქვა. – (ავტორი გენია.ჯი)