„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ერთი ადამიანი მაინც გააბედნიერე ამქვეყნად!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბიოგრაფია ის არ გახლავთ ანკეტის შევსებისას რომ დაგიწერთ მავანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ აწინაურებენ. ჩვენი ბიოგრაფია ჩვენივე სულში, ჩვენივე სისხლსა და ხორცშია. და იგი პატიოსნად უნდა მოყვე, როგორც მორწმუნე ამბობს აღსარებას ზიარების ჟამს”.
* * *
„დრო მიდის, აუღერია თავი და მითოხარიკობს, არავითარი შეყოვნება და წუთშესვენება”.
* * *
„ფულის ძალა და გასავალი იყო, არის და იქნება”.
* * *
„ნამეტანი ცოდნამ, თავის ტკივილი იცის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეა: ყველა სიკვდილის შვილია, მარა, კაცია თუ ქალი, სახელი უნდა დარჩეს”.
* * *
„პირდაღებულ ხალხს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე. ზოგს ორი კაცის მეგობრობა უკვირს, ზოგს – ამა და ამ ციდან მოწყვეტილმა ქალმა ამა და ამ მიწიერ კაცთან რანაირად გაიყადრა თავიო, ზოგს – ძმებს როგორ უყვართ ერთმანეთიო, – ისიც კი უკვირთ, ზოგს – ცას სვეტი რომ არა აქვს, თავზე რად არ გვემხობაო”.
* * *
„მოსმენის უნარი იშვიათად ახასიათებთ ადამიანებს”.
* * *
„უბედურება არა აქვთ მხოლოდ ნამდვილ იდიოტებს”.
* * *
„თავის დროზე, ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს”. – (ავტორი გენია.ჯი)