ელისაბედ I – „ეპიზოდი”
ბიოგრაფთა მტკიცებით, რუსეთის იმპერატორი ქალი – ელისაბედ პეტრეს ასული, იგივე – ელისაბედ I (1709-1761 წლები), ქვეყნის სხვა მმართველთა შორის ყველაზე ჭირვეული თვისებებით გამორჩეული მონარქი ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ იმასაც, რომ ელისაბედის ერთობ უცნაური და არაჩვეულებრივი სურვილების ასრულების შემთხვევაში, იმპერატორი თავის ქვეშევრდომებს, თუნდაც ისინი უბრალო გლეხები ყოფილიყვნენ, დიდგვაროვნების ტიტულებით, ორდენებითა და მიწის ნაკვეთებით ასაჩუქრებდა. საკუთარ გარეგნობაზე მზრუნველ და კოსმეტიკურ საშუალებებზე ფანატიკურად შეყვარებულ ელისაბედს, დროის გასვლასთან ერთად, უწინდებური ბუნებრივი სილამაზე და ახალგაზრდული შარმი ნელ-ნელა ეცლებოდა ხელიდან. ამ გარემოებამ კი, შურით აღსავსე პეტრე დიდის ასული ლამაზი გარეგნობის მქონე ქალების მიმართ უკიდეგანო სიძულვილით განმსჭვალა. იყო ასეთი შემთხვევაც: იმისათვის რომ, ელისაბედი თავის მშვენიერ ქვეშევრდომ ქალებთან შედარებით მაქსიმალურად მომგებიან ფონზე წარმოჩენილიყო საჯაროდ, სილამაზით ყველაზე გამორჩეულ ფრეილინებს საკუთარი ხელით შეაჭრა რამდენჯერმე ულამაზესი, სპეციალურად დაყენებული კულულები. ამ ამორალური ქმედებით იგი რამდენიმე კურდღელს იჭერდა ერთბაშად: ელისაბედი არა მხოლოდ აუშნოებდა, არამედ საშინლად ამცირებდა კიდეც მათ პუბლიკის წინაშე. – (ავტორი გენია.ჯი)