ვესპასიანე – „ეპიზოდი”
რომის „ძუნწ” იმპერატორს – ვესპასიანეს (9-79 წლები) ხშირად უყვარდა გამეორება, რომ იყო უბრალო გლეხი, რომელიც ეკონომიურად ხარჯავდა თითოეულ სესტერცს როგორც სახელმწიფო, ისე ოჯახის ბიუჯეტიდან. იგი არასოდეს მალავდა თავის მდაბიო გვარის წარმომავლობას და დიდად ამაყობდა კიდეც ამითი (როდესაც რომელიმე მლიქვნელი ვესპასიანეს ჰერკულესის შთამომავლობასთან გააიგივებდა, იმპერატორს ხმამაღალი სიცილი აუტყდებოდა ხოლმე). (ავტორი გენია.ჯი) ნერონის ოდიოზური მმართველობის შემდეგ რომის იმპერია ვესპასიანემ უკიდურესად გაპარტახებულ მდგომარეობაში ჩაიბარა. შექმნილი მძიმე სიტუაცია ახალი იმპერატორისაგან გადამწყვეტი და მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვდა. ვესპასიანემ ხალხის ნდობა სრულად გაამართლა: მან რომაელ ხალხს ქვეყანა ყოველმხრივ აყვავებული დაუტოვა. ვესპასიანე პირველი ხელისუფალი იყო რომის ისტორიაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხლოვებინა ხალხისათვის. ამიტომაც გადადგა მან უპრეცედენტო ნაბიჯი: გასცა ბრძანება, თავისი საცხოვრებელი სახლისათვის მოეხსნათ შეიარაღებული დაცვა, რათა მასთან შესვლა ნებისმიერ მოქალაქეს შესძლებოდა თავისუფლად ნებისმიერ დროს. ასეთი მიდგომა კი, თავის მხრივ, არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ თანამედროვე ეპოქაშიც დემოკრატიზმის არაჩვეულებრივი გამოვლინების უტყუარ ნიშანს წარმოადგენს.
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ვესპასიანეს ეკონომიამ მას „ძუნწის” რეპუტაციაც შესძინა, რასაც იგი აინურში არ აგდებდა. მისი დაკრძალვის დღეს, მსახიობმა, რომელსაც აწგარდაცვლილი იმპერატორის ნიღაბი ეკეთა და მისი ხმით მეტყველებდა, პროცესიაზე დამსწრე ჩინოვნიკებს ხმამაღლა ჰკითხა, თუ რა თანხა გაიღო სახელმწიფომ ამაგდარი ხელისუფალის საკადრისად დაკრძალვისათვის. პასუხად მიიღო – 10 მილიონი სესტერცი, რაზეც იგივე მსახიობმა ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს სიძუნწეს შემდეგი სიტყვების თანხლებით გაუსვა ხაზი: „მომეცით მე ათი ათასი და თუგინდ ტიბრში გადამაგდეთ!”. – (ავტორი გენია.ჯი)