Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„მანამ შინა ხართ, თქვენს სამშობლოში, უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ თქვენი ქუჩები; არაფრად გიღირთ ეს ფანჯრები, ეს ბანები, ეს კარები; უცხოისად სთვლით ამ კედლებს, ყურადღებას არ აქცევთ ამ ხეებს, უსარგებლოდ გგონიათ ეს სახლები, სადაც არ შედიხართ, უბრალო ქვისად მიგაჩნიათ ქვაფენილები; მაგრამ მერე კი, როდესაც აქ აღარა ხართ და აღარც დაბრუნება შეგიძლიათ, გრძნობთ რა საყვარელი იყო თქვენთვის ეს ქუჩები; რომ თვალში გაკლიათ ის ბანები, სახლები, ფანჯრები, კარები, რომ გესაჭიროებათ იმ კედლის დანახვა, რომ გიყვარდათ და ხარობდით იმ ხეებით, იმ სახლებით, რომელშიც არ შედიოდით. იმ ქვაფენილებზე დაგიტოვებიათ თქვენი გულიც და თქვენი სისხლიც. გიყვარდათ ის ადგილები თქვენი სამშობლოსი, რომელსაც ვეღარა ხედავთ, რომელიც იქნება ვეღარცა ნახოთ თქვენს სიცოცხლეში და რომელის სურათი დაგრჩენიათ გულში, ივსებიან სევდის აღმძვრელ მოხიბლულობით, გულის საწყლავ ლანდად გიდგათ თვალწინ, აღთქმის ქვეყნად, და წარმოიდგენენ, თუ შეიძლება ასე თქმა, მთელ თქვენს სამშობლოს; გიყვართ თქვენს გულში დარჩენილი სურათი სამშობლოსი, ცდილობთ მის წარმოდგენას ისე, როგორადაც ნახული გახსოვთ, არ გინდათ რაიმე ცვლილება შეიტანოთ თქვენს საოცნებოში, რადგან ისევე საყვარელია და ძვირფასი სამშობლოს სურათი, როგორც სახე დედისა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>