„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„საბედისწერო გაჭირვებაში რომ ჩავარდება კაცი, ან გულწასული დაეცემა, ან ბუმბერაზად იქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბევრი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში იმდენად შემაძრწუნებელი, რომ მკვდარსაც კი აუხელს სამარეში თვალს”.

* * *

„საცა მიაგდებს ბედი ვირს, ბალახსაც იქ მოიძოვს”.

* * *

„ვინც ცოცხალია მკვდარსაც მარტო ის სძარცვავს”.

* * *

„უმაღლესი ბედნიერება ჩვენი ცხოვრებისა არის რწმენა, რომ ვუყვარვართ ვისმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნუ შეინახავ ხვალისთვის, რის შეჭმაც დღეს შეგიძლია”.

* * *

„შიმშილი – დაუნდობელია. ეს  – კანონია!”.

* * *

„შესაძლოა, ჯოჯოხეთში იმის გამო კი არ ვხდებით, რაც გავაკეთეთ, არამედ იმის გამო, რაც არ გაგვიკეთებია”.

* * *

„ბრმა ხბოს მუგუზალი სიმინდის ტარო ჰგონია”.

* * *

„გაჭირვებას ყოველთვის აქვს თავისი ელვა, რომელიც ხან გვაბრმავებს და ხან თვალსაც გვიხელს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება