მოდის ისტორიიდან…

XIX საუკუნის დასაწყისში, ანუ, ეგრეთ წოდებული, „ამპირის სტილის ეპოქაში”, ევროპულ მოდაში ბუნებრიობა და უბრალოება იყო გაბატონებული. ის კი არა და, კოსმეტიკური ეფექტის მიღწევას ტურფა მანდილოსნები ყველასათვის ცნობილი ბუნებრივი საშულელებით ცდილობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, მოდის მოყვარულმა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა, რამდენიმე ხნის განმავლობაში უარი თქვეს საიუველირო სამკაულების გამოყენებაზეც. „რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო ნაკლებად საჭიროებს იგი სამკაულებს”. – ასე სწამდათ და სჯეროდათ მაშინ მათ. ხელების მაქსიმალური სინაზე იმდენად ფასობდა, რომ მოდას აყოლილი ქალები ღამით ხელთათმანების გარეშე არ იძინებდნენ. პირმშვენიერი გოგონების გარდერობებში სულ უფრო ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი ანტიკური ხანის მსგავსმა ერთობ შილიფმა სამოსმა. მათ შორის, რაღა თქმა უნდა კაბებმა. და რადგანაც ასეთი კაბები, რომელთაც ისინი ცივ ამინდშიც კი ატარებდნენ, ნახევრადგამჭირვალე ქსოვილისაგან იყვნენ დამზადებულნი, მოდას ზედმეტად აყოლილი გოგონები საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებდნენ. კარგი ფიზიკური აღნაგობის მქონე მანდილოსნები თავიანთი მშვენიერი სხეულის ნაწილების გამომზეურებას ეგზომ შილიფი და გამჭირვალე ნაჭრისაგან შეკერილი სამოსით ცდილობდნენ. შედეგად, „შიშველმა (ექსტრავაგანტულმა) მოდამ” ახალგაზრდა გოგონებში პნევმონიის შემთხვევები გაზარდა.

პნევმონიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კი იმდენად გაიზარდა, რომ 1802 წელს პოპულარულმა ფრანგულმა გაზეთმა – „ჟურნალ დე მოდიმ” რეკომენდაციით მიმართა თავის მკითხელს, ხელი აეღოთ „შიშველი მოდის” მიმდევრობისგან. პარიზული პრესა გადაივსო სამგლოვიარო ქრონიკებით: „დე ნოელი – გარდაიცვალა 19 წლის ასაკში ბალის შემდეგ, დე ჟიუნიე – გარდაიცვალა 18 წლის ასაკში, შაპტალი – 16 წლის…”

ეგრეთ წოდებული – „შიშველის მოდის” სულისჩამდგმელი გახლდათ „კაპიტოლიუმის ვენერაზე ლამაზ ქალად” წოდებული ესპანელი ბანკირის იდეალური ფიგურის მქონე ქალიშვილი – ტერეზა ტალიენი. მის გარდერობში ისეთი თხელი და გამჭირვალე ნაჭრისაგან დამზადებული უმსუბუქესი კაბაც კი იყო წარმოდგენილი, რომლის წონა სულ რაღაც 200 გრამი იყო.

„შიშველ მოდას” წერტილი ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ ეგვიპტის დალაშქვრის წყალობით დაესვა. იმ პერიოდში მოდაში შემოსული იქნა ქაშმირის შალი, რომელსაც პოპულარიზაცია თვით იმპერატორის მეუღლემ – ჟოზეფინამ გაუწია. – (ავტორი გენია.ჯი)

ტერეზა ტალიენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>