ანა ბოლეინი – „ეპიზოდი”

„მე მზადა ვარ სიკვდილისთვის! ვიცხოვრე, როგორც ნამდვილმა დედოფალმა და მოვკვდები, როგორც ნამდვილი – დედოფალი!” – ამაყად წარმოთქვა უმძიმესი განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთ დროს „ქალთა შორის უბედნიერესად” წოდებულმა ინგლისის უზადოდ ლამაზმა დედოფალმა, ჰენრი მერვეს მეუღლემ – ანა ბოლეინმა. (ავტორი გენია.ჯი) იგი სწუხდა მხოლოდ იმ ერთგულ ქვეშევდრომთა და მეგობართა სავალალო ბედზე, ვინაც მის გამო სრულიად უსამართლოდ უნდა დაესაჯა შემდგომში ინგლისურ თემიდას. ამიტომაც ითხოვა მან სასამართლოსაგან – არ დაესაჯათ უდანაშაულო ადამიანები. ანა ბოლეინისაგან განსხვავებით, სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ ცრემლებად იღვრებოდა გრაფი ნორფორკი. ეს ის ნორფორკია, რომელმაც, როგორც ერთ-ერთმა მოსამართლემ, მწვანე შუქი აუნთო თავისი ნათესავი ქალის ძალადობრივად მოკვდინებას სახელმწიფოს სახელით. გარდა ამისა, სასამართლოზე საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამაც, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გონება დაკარგა ნორტუმბერლენდელმა ჰერცოგმა – ჰენრი პერსიმ. ეს ის ჰენრი პერსია, რომელსაც თავის დროზე უნდა ექორწინა 19 წლის ასკაში მყოფ ანა ბოლეინზე, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერ იქორწინა. ვერ იქორწინა ქალზე, რომელიც ჰერცოგს სიგიჟემდე უყვარდა…

სიკვდილით დასჯის დღეს მეფემ ერთგვარი „მოწყალება” მოიღო დედოფლისთვის: 1536 წლის 19 მაისს ანა ბოლეინს საფრანგეთიდან სპეციალურად ჩამოყვანილმა ჯალათმა ბასრი ხმლის ერთი დაკვრით მოჰკვეთა თავი. „მოწყალება” მოიღო-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ სხვა შემთხვევებში ჯალათი დადგენილი წესის თანახმად, ნაჯახს იყენებდა და ისიც, ხშირად, „არაპროფესიანალურად”, რაც თავის მხრივ, ისედაც გაუბედურებულ მსხვერპლს, კიდევ უფრო დიდი უბედურების – გაწამებული სიკვდილის წინაშე აყენებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>