ლუი XIII სამართლიანი – „ეპიზოდი”
„თქვენო უდიდებულესობავ – დედა-დედოფალო, მე ყოველთვის ისე ვიზრუნებ თქვენზე, როგორც ეს კეთილშობილ შვილს შეეფერება. მსურს, რომ გაგანთავისუფლოთ იმ უმძიმესი ტვირთისაგან, რომელსაც ჩემი უფლება-მოვალეობების შესრულება ჰქვია; დროა უკვე, დაისვენოთ. ახლა მე თავად დავკავდები ამით, და არავითარ შემთხვევაში არ მოვითმენ იმას, რომ, ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩემს გარდა, წარმართოს ჩემი სამეფოს საქმეები. ახლა – მე ვარ მეფე!” – ასეთი მრავლისმეტყველი სიტყვით ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადავეებს სიცრუის საშინლად მოძულე საფრანგეთის მეფემ – ლუი XIII სამართლიანმა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, თავისი ამპარტავნობით, შურისმაძიებელი ბუნებითა და ეგოისტობით ცნობილი დედა-დედოფალი – მარია მედიჩი. – (ავტორი გენია.ჯი)