დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1533 წლის 28 ოქტომბერს (ანუ, ზუსტად 486 წლის წინათ), ქალაქ მარსელში ჯვარი დაიწერა საფრანგეთის მომავალმა მეფემ, ორლეანის ჰერცოგმა – ანრი ვალუამ და საყოველთაოდ ცნობილმა ისტორიულმა პიროვნებამ, ბართლომეს სისხლიანი ღამის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა – ეკატერინე მედიჩიმ. საქორწინო ღონისძიებები ქალაქში მთელი 34 დღის განმავლობაში იქნა გაგრძელებული, და სწორედ მაშინ გამოჩნდა საფრანგეთში პირველად სუფრაზე იტალიელი მზარეულების მიერ დამზადებული ფრანგებისათვის მანამდე უცნობი სადესერტო საკვები პროდუქტი, რომელმაც იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა მათში. დაასახელეთ, რომელი სადესერტო საკვები პროდუქტი გამოჩნდა პირველად (1533 წელს) საფრანგეთში ეკატერინე მედიჩისა და ანრი ვალუას საქორწინო სუფრაზე?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * * * *
პასუხი: ნაყინი