ჩაკ პალანიკი წერდა…
„მოკვლა არ არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება შენთვის საყვარელ ადამიანებს დამართო. უფრო საშინელი რამეებიც არსებობს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაზეც არ უნდა წერდე, საკუთარი თავის შესახებ წერ”.
* * *
„რეპორტიორი, ჟურნალისტი ის არის, ვინც ჰყვება. ვისაც ცუდი ახალი ამბები მოქავს ჩვენთვის”.
* * *
„ამ სამყაროში, სადაც ფიცი არაფერს ნიშნავს, სადაც მოვალეობა გროშადაც არავის უღირს, სადაც დაპირებებს იმიტომ იძლევიან, რომ არ შეასრულონ, კარგი იქნებოდა, სიტყვებს უფრო მეტი ძალა და მნიშვნელობა შეეძინა”.
* * *
„მთლიანის დავიწყების კარგი საშუალება ის არის, დეტალებს უფრო დაჟინებით შეხედო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ცოდნა ძალაა”.
* * *
„ვისწავლე, ადამიანებისათვის მეთქვა მარტო ის, რის გაგონებაც მათ სურთ”.
* * *
„ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გვასწავლიდნენ, რომ ფაქტების შეფასება ჟურნალისტის საქმე არ არის. მან ფაქტები და ინფორმაცია უნდა შეკრიბოს. ის მიუკერძოებელ დამკვირვებლად უნდა დარჩეს”.
* * *
„უნდა შექმნა წესრიგი ქაოსისაგან”.
* * *
„ყველაფრის გაძლება შეიძლება, ყველაზე საშინელი ტკივილისაც კი. მხოლოდ ისეთი რაღაცის პოვნაა საჭირო, რაც ყურადღებას გადაგატანინებს”. – (ავტორი გენია.ჯი)