ინდუსტრიამდელი ინგლისური სამართლის შესახებ…
„სისხლის სამართლის კოდექსი იყო უკიდურესად უსამართლო, არარეალურად არარაციონალური და გასაკუთრებით სასტიკი”. – ასე დაახასიათა ცნობილმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა და მწერალმა – ფრენკ მაკლინმა ინდუსტრიამდელი ინგლისური სამართალი, რაშიც მართლაც რომ ძნელია, არ დაეთანხმო მას. (ავტორი გენია.ჯი) ნისლიან ალბიონზე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის სიმკაცრეს თუნდაც ის გარემოება მოწმობს, რომ, მაშინ, როდესაც 1688 წელს ინგლისის სამეფოს მასშტაბით, სადაც პირველად პოლიციელი 1829 წელს გამოჩნდა, სიკვდილით დასჯილი იქნა 50 ადამიანი, 1815 წელს მათმა რიცხვმა 288 შეადგინა. იმ პერიოდში სიკვდილით შესაძლებელი იყო დასჯილიყო ის ადამიანი, რომელსაც ხუთ შილინგზე მეტი საფასურის ნივთის მოპარვა დაუმტკიცდებოდა.
ინდუსტრიამდელი ინგლისური სამართლის არარაციონალურაბასა და უსამართლობაზე უამრავი ფაქტი მეტყველებს. ასე, მაგალითად: უმნიშვნელოდ მიიჩნეოდა ისეთი დანაშაული, როდესაც სხვისი ხიდან მეპატრონის დაუკითხავად მოკრეფდა (მოიპარავდა) ვინმე ნაყოფს. აი, უკვე მოკრეფილი ნაყოფის მოპარვისათვის კი, მართლმსაჯულებას შეეძლო, სახელმწიფოს სახელით სიცოცხლეს გამოესალმებინა დამნაშავე. სისხლის სამართლის კოდექსს იმდენად ბევრი უტოპიური მუხლი დაემატა, რომ ნაფიცი მსაჯულები ვერც საქმეებს აუდიოდნენ და უარსაც აცხადებდნენ ამა თუ იმ საქმის განხილვაზე. სიკვდილით ისჯებოდა უამრავი ადამიანი. თუმცა რისთვის? მოპარვისთვის – კი, ბავშვის გატაცებისათვის – არა!
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გაუბედურებული ადამიანების სიკვდილით დასჯის საჯარო პროცესი ბრიტანულ საზოგადოებაში „დიდი დღესასწაულის” ტოლფას მოვლენად აღიქმებოდა. ეშაფოტის წინ იკრიბებოდა ათასობით ადამიანისაგან შემდგარი გაველურებული ბრბო, რომლიც მსხვერპლს დასცინოდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა. ბრბოში ალკოჰოლით გალეშილი ისეთი ადამიანებიც ერივნენ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონიათ, რა ხდებოდა მათ თვალწინ და საერთოდ, სად იმყოფებოდნენ ისინი.
სიკვდილით დასჯის საჯარო პროცესი იმდენად პოპულარულ მოვლენად ჩამოყალიბდა, რომ ტერიტორია, სადაც სასჯელის უმაღლესი ზომის განაჩენი აღსრულდებოდა ხოლმე, ლონდონში მყოფი ტურისტებისათვის განკუთვნილ გზამკვლევებში, რომლებიც 1740 წლით თარიღდებიან, ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ობიექტად იყო მოხსენიებული. – (ავტორი გენია.ჯი)