ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტრიაში ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხედართმთავარი - ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები), სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებს გასცემდა თავისი არმიის გენერლებისა და მარშლების განუზომელი მადის დასაკმაყოფილებლად. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ქვეყნის ხაზინიდან ყოველწლიურად, მარტო მათ ხელფასებზე – 16 მილიონი ფრანკი იხარჯებოდა. ამ დროს კი, ფრანგი ჯარისკაცი ხელფასის სახით სულ რაღაც ხუთიოდე ფრანკს იღებდა თვეში, რაც თავის მხრივ, პარიზში კვალიფიციური მუშის ერთი დღის ხელფასის ექვივალენტს წარმოადგენდა. ამის მიზეზად, ასახელებენ იმ გარემოებას, რომ ყოველი ფრანგი მოქალაქისათვის სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულო წესად იყო მიჩნეული.
გენერალიტეტი… გენერალიტეტი მართლაც რომ ფულში ცურავდა… თუმცა, ყველაზე მდიდარი ფენა ფრანგული არმიისა მაინც უმაღლესი მთავარსარდლობა იყო. მაგალითად: იმპერიის მარშალი – ლუი ალექსანდრ ბერთიე წლიწადში ხელფასის სახით – 1 254 945 ფრანკს იღებდა; მარშალი ნეი – 1 028 897 ფრანკს; მარშალი დავუ – 910 000-ს, მარშალი ანდრი მარსენა – 683 375 ფრანკს და ასე შემდეგ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ პერიოდის საფრანგეთში ყველაზე მდიდარი კაპიტალისტის წლიური შემოსავალი – 1 500 000 ფრანკი იყო. გარდა ხელფასისა, ფრანგული არმიის გენერალიტეტი ერთობ განებივრებული იყო პრემიებითაც. თუმცა-კი პრემიები მათზე დამსახურებისამებრ გაიცემოდა. ასე მაგალითად: იმპერიის დამსახურებულმა მარშალმა, მხედართმთავარმა – ფრანსუა ჟოზეფ ლეფევრმა პოლონური ქალაქის – დანცინგის აღებისათვის პრემიის სახით ნაპოლეონისაგან – 300 000 ფრანკი მიიღო. და ეს მაშინ, როდესაც სახელოვანმა ცალთვალა რუსმა მხედართმთავარმა – მიხეილ კუტუზოვმა, ბოროდინოს უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში მიღწეული შედეგისათვის, იმპერატორ ალექსანდრე პირველისაგან პრემიის სახით, სულ რაღაც 100 000 მანეთი მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)