ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
„ვენის კლასიკური სკოლის” უკანასკნელ წარმომადგენელს, გენიალურ გერმანელ კომპოზიტორს – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს (1770-1827 წლები), მისი თანამედროვეები ერთობ პირქუშ, გულჩათხრობილ და ფიცხ ადამიანად ახასიათებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ იმასაც, რომ უკომპრომისო, მომთხოვნი და კატეგორიული იყო იგი თავის უახლოეს ადამიანებთანაც კიო. მუსიკაზე სიგიჟემდე შეყვარებული ლუდვიგი მისი უმცროსი ძმისგან – იოჰანისაგან განსხვავებით, რომელსაც ფრიად იტაცებდა ფუფუნებაში ცხოვრება, კარდინალურად განსხვავებული პიროვნება იყო. იოჰანის ფინანსური საქმეები ერთი პერიოდის განმავლობაში ძალიან წარმატებით განვითარდა. შედეგად მან 1819 წელს ძვირფასი მამული შეიძინა სახლითურთ ავსტრიულ სოფელ გრეიქსენდორფში, რითაც ძალიან ამაყობდა იგი. მამულის შეძენიდან რამდენიმე ხანში იოაჰანმა თავის უფროს ძმას პირადი სავიზიტო ბარათი გაუგზავნა, რომელზედაც ამაყად ეწერა: „იოჰან ვან ბეთჰოვენი. მიწათმფლობელი”.
ლუდვიგმა, რომლისთვისაც მატერიალური კეთილდღეობა სრულ არარაობას წარმოადგენდა, ძმის მიერ მისთვის გაგზავნილ სავიზიტო ბარათს უკანა მხრიდან მრავლისმეტყველი წარწერა გაუკეთა: „ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. გონებათმფლობელი”, რის შემდგომაც იგი ისევ იოჰანს გაუგზავნა. – (ავტორი გენია.ჯი)